ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი14°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:08
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის

განცხადება · 140 ნახვა

განცხადებაზე

„წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ – შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს! ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მომღერალი ირმა სოხაძე გააკრიტიკა და დაწერა: “ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი.”

ანანიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან წამებით მოკლული სულხან მოლაშვილის ხსენება უნამუსობაა, ხოლო, სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას.

“სტრასბურგის მიერ დადასტურებულ, წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ -შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს!
პ.ს. ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის„„შეზღუდულ და მკაცრ კონტროლში“ გულისხმობს: ლარსზე, ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და სთხოვდა, ჩამოდითო“
  2. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის„„ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“: მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?“
  3. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის„რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში, (ივანოვი ახსოვს ყველას) თავადაც შეასრულა სიტყვა პუტინთან, ზედაპირულად ანტირუსული – შინაარსით რუსეთის მეფისნაცვალი იყო საქართველოში!“
  4. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის„ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები – მოეშვი ოცნებას“