ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ8 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ14:39
ირმა სოხაძე სააკაშვილზე

განცხადება · 104 ნახვა

„ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ“

მომღერალი ირმა სოხაძე, როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში მხოლოდ საზოგადოებისთვის აქვეყნებს პოსტს და არა სააკაშვილის პასუხად. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სოხაძის განმარტებით, „ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!“

მისივე თქმით, ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და ვერც დასკვნები გამოიტანეს.

„ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიოობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის “პირადი ინტერესი” ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!
რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა – ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია.
მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის – ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია.“- წერს ირმა სოხაძე.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა დაწერა, „სოხაძის მეუღლე 90-იან წლებში გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს“ და სწორედ ამიტომ იყო სოხაძისთვის სააკაშვილის მმართველობა აუტანელი.