პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

x

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით გამართლება არ აქვს.

„ვინც ჩათვლის, რომ შესაძლებელია ამ საკითხს სხვანაირად შეხედო, და არ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დასვამს კითხვას – თუ რას აკეთდებდა ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად, შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმია. როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუ რაიმე სუბიექტური მიდგომები გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი სუბიექტური მიდგომები ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც კობახიძის პირველ მოთხოვნაზე, აცილებასთან დაკავშირებით, უარი უთხრა. რაც შეეხება მის გადადგომას – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე, მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვეა დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.