განცხადება · 141 ნახვა
„ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება“
„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროპარლამენტი, როგორც წესი, გვერდზე დებს ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს, სადაც წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული იყო. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტმა თავისი სანდოობა პრაქტიკულად გაანადგურა, ახლა კი მორიგი რეზოლუციის „გამოცხობას“ აპირებს. მაშინ, როცა ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები თუ სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. ეს ცნობილ ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ნათქვამ ფრაზას მაგონებს: „მაინც ამოვთხრი!“. ისინი გვერდზე დებენ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ რეზოლუციებს და წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა“
- გურამ მაჭარაშვილი„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“
- გურამ მაჭარაშვილი„არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ“
- გურამ მაჭარაშვილი„ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“
