განცხადება · 152 ნახვა
„სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის. ამ შემთხვევაშიც ასეა - ქართული კომპანიების დასანქცირება სასარგებლო უნდა იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი ფილიალებისთვის“
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის პოზიციაზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს „ნაცმოძრაობას“, იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს საქართველოს მიმართ.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის. ამ შემთხვევაშიც ასეა - ქართული კომპანიების დასანქცირება სასარგებლო უნდა იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი ფილიალებისთვის. იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს, ყოველთვის იწვევდა ეჭვს: რატომ შეიძლება ეს აწყობდეს „ნაცმოძრაობას“? კარტები გახსნა თავად სააკაშვილმა და პირდაპირ თქვა, რომ ის ივანოვის ჩამოყვანილია,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გურამ მაჭარაშვილი„საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული“
- გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა“
- გურამ მაჭარაშვილი„ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება“
- გურამ მაჭარაშვილი„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“
