პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ქვეყანაზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მათ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

პარტია „ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, იტალიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრება.

დეპუტატმა მედიასთან განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ.

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რათა ამ ქვეყნების სპიკერებს კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ – განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც რეგიონში დამატებით საფრთხეებს ქმნის და რასაც ნებისმიერი სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს,”- აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ქვეყანაზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მათ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.