ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“ დღეს 2 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ09:21
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 135 ნახვა

„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი - ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

„უნდა აღინიშნოს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავება მრავალწახნაგოვანი და მრავალასპექტიანი საკითხია. რა თქმა უნდა, ამ საკითხში უწყებების კოორდინაციასა და ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სახით. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმები, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება აწყდებოდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რომელთა გადაწყვეტაშიც პარლამენტის როლი წამყვანია.

სწორედ ასეთი ერთობლივი განხილვები საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში თანაბარზომიერად და შესაბამისად იყოს გათვალისწინებული ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებისთვის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამოქმედო გეგმის განხილვაში. ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის, იმიტომ, რომ ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი - ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  2. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  3. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
  4. ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“