ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ22:46
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 169 ნახვა

„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“

ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის უთანხმოების ძირითადი მიზეზი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა.

როგორც მან განაცხადა, საუბარია გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებზე, რომელიც გლობალურ ძალებს საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებაში ხელს უშლის. სხვა მხრივ კი, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველო, რეგიონიდან გამომდინარე, ევროკავშირისათვის როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროკავშირი და დასავლური ინტეგრაციაა, ეჭვგარეშეა. ასევე, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველოსთან ინტეგრაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს. მათ უბრალოდ, არ აკმაყოფილებთ ის ვითარება, რომ საქართველო თავისი სუვერენული ინტერესების დაცვით მიდის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის უთანხმოების ძირითადი მიზეზი და განხეთქილების ვაშლი. ევრობიუროკრატები გვედავებიან იმ ორ კანონს, რომელიც ხელს უშლის არა ევროკავშირის ინტერესების, არამედ გარკვეული გლობალური ძალების ინტერესების გატარებას საქართველოში.

ერთი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შავი ფულის საშუალებით საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა შეუძლებელი იყოს და მეორე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების კანონი, რომელიც ღირებულებებს ეხება. მათთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ღირებულებებისაგან დაცლილი საზოგადოების მართვა გაცილებით იოლია. ერთ პარალელს მოვიყვან - უნგრეთში, როდესაც მადიარის ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მათ თითქმის ყველაფერი უცვლელი დატოვეს გარდა იმ კანონისა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იყო მიმართული და სწორედ იგივე კანონის გაუქმებისკენ მოგვიწოდებენ ჩვენც. და რადგან სასურველ მიზანს ვერ აღწევენ, მათი მიზნებისათვის საქართველო გამოუყენებელია. არსად გამქრალა საქართველოს ომში ჩარევის საფრთხეც და ახლანდელ ანგარიშშიც კი მიუთითებენ, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა განცხადებას, რაც ითვალისწინებს ღია კონფრონტაციას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანაა - მას ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მიუხედავად ამისა, ამ დაძაბულობისკენ ისინი პირდაპირ გვიბიძგებენ,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  2. ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
  3. ეკა სეფაშვილი„სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან“
  4. ეკა სეფაშვილი„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“