ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ14:50
გიორგი ჩაკვეტაძე მაკრონზე

განცხადება · 175 ნახვა

„2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს. არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა“

პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა, – წერს უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო და მისი 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა ყველას ახსოვს.

მისი თქმით, არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა.

მისივე შეფასებით, ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია, თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც.

„პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა.
2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს.
არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა.
ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია…
თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც!”,- წერს ჩაკვეტაძე.