ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ13:43
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

განცხადება · 137 ნახვა

„მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე, აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნია, რატომ არ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად.

მისი შეფასებით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობს სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. გორდულაძე განმარტავს, რომ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთად სწორედ იმიტომ სამართლდება, რომ მათ საერთო იდეოლოგია, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, არჩევნების არაღიარება და ბოიკოტი აერთიანებთ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლებრივად დასაბუთდეს ამ პარტიების გაუქმების აუცილებლობა.

„ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა, გვანახებს თავის სახეს, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები და მათ შორის, არც პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ, მიუხედავად ამისა ცდილობენ მთელი ორი დღის განმავლობაში, რომ სამართლებრივი პროცესი გადაიყვანონ როგორმე პოლიტიკურ ჭრილში, ერთადერთი, რასაც საუბრობენ არის, რომ ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო, აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია, ისინი თავიანთი ჩამოყალიბებიდან, სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში, ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში , არჩევნების არ აღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის, გახარიელებიც კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ თუ როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე ამიტომაც, ისინი როგორც მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან, პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და შესაბამისად არაკონსტიტუციური გამოცხადება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე„ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა“