ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:55
დიმიტრი სამხარაძე

განცხადება · 87 ნახვა

„საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის” შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.“

ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის” შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.

მისი განცხადებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ,,ნაცმოძრაობის” დროს, მკვლელობები, ქონების ჩამორთმევა, რეკეტი და სხვა სახის დანაშაულები, ერთი მეთოდით არის ჩადენილი.

,,ბოლო პოსტში ნაცების რეჟიმის დროინდელი მოკლული მოქალაქეების სია გამოვაქვეყნე. მკვლელობების, რეკეტისა და უსამართლობის გარდა, ამ სიიდან კიდევ ის ჩანს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი-ერთში არ მეორდებოდეს ნაცური რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები!
64 მუნიციპალიტეტშივე მკვლელობები ერთი და იმავე მეთოდით არის ჩადენილი! ქონების ჩამორთმევა, რეკეტი, შეკერილი საქმეები, 64-შიც იდენტურია! განა რამე სიახლეს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედო, სად, ვინ ჰყავთ მოკლული ან გაუბედურებული, საქართველოს ყველა რეგიონს მიიღებთ. არც დეტექტივობა და არც კრიმინალისტიკა დაგჭირდებათ! ყველგან ატერორებდნენ საკუთარ სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს! ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული! ეს კიდევ ცალკე ისტორიაა,” – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი სამხარაძე„ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის“
  2. დიმიტრი სამხარაძე„ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა“
  3. დიმიტრი სამხარაძე„შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა“
  4. დიმიტრი სამხარაძე„განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ“