„პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ“
„სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე“
„არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ“
„პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას“
„თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს – ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება“
„ყველაზე თვალშისაცემი ორმაგი სტანდარტია. უკრაინის შემთხვევაში თითქმის ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა უნდა აიტანოს შეურაცხყოფები, ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები. საქართველოს შემთხვევაში ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი“
„როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს, არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი“