განცხადება · 105 ნახვა
„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები.
ანალიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებებს წინასწარ ეძებნება გამართლება, საქართველოს შემთხვევაში კი შეფასებები გარემოებების შესწავლამდე კეთდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მეტრეველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებრივი მსჯელობა კონკრეტულ სარგებელს, ვალდებულებებსა და საქართველოს ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს.
„წლების განმავლობაში ქართველებს ევროპას ელდორადოდ წარმოგვიდგენდნენ, ადგილად, სადაც ყველა პრობლემა მოგვარებულია, ხელისუფლება ყოველთვის ხალხს უსმენს, მოქალაქის უფლებები ხელშეუხებელია და პოლიციელები დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს კი არა, კამფეტებს ესვრიან. თითქოს საკმარისი იყო ევროკავშირის კარზე მიგვეკაკუნებინა და სოციალური სამართლიანობა, კეთილდღეობა და დემოკრატია თავისთავად მოვიდოდა.
დღეს ამ ლამაზად შეფუთულ წარმოდგენას ევროპული ქუჩებიდან გავრცელებული კადრები უპირისპირდება: ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, შეტაკებები და დაკავებები. მიმდინარე პროტესტის უკან რეალური ადამიანების რეალური პრობლემებია: ცხოვრების გაძვირება, საცხოვრებლის ხელმიუწვდომლობა, განათლებისა და საჯარო მომსახურებების მდგომარეობით უკმაყოფილება. საფრანგეთში სტუდენტური მოთხოვნები უფრო ფართო სოციალურ პროტესტში გადაიზარდა, ხოლო პორტუგალიაში მოქალაქეები საცხოვრებლის კრიზისს აპროტესტებენ. ეს ადამიანები იმ ევროპაში ცხოვრობენ, რომელსაც ჩვენ სამოთხედ გვიხატავდნენ.
ცხადია, სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც. მოქალაქის უფლებას ერთნაირი ფასი უნდა ჰქონდეს იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის დროშა ფრიალებს მთავრობის შენობაზე.
პირადად ჩემთვის მიუღებელია დამოკიდებულება, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებას წინასწარ ეძებნება გამართლება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში განაჩენი გარემოებების შესწავლამდე გამოაქვთ. თუ დემოკრატიულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ის ყველასთვის საერთო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებებზე საუბარი პოლიტიკური ზეწოლის მოსახერხებელ ენად იქცევა.
ამ მოვლენებში მე ვხედავ ევროკავშირის იმ არადემოკრატიულ სახესაც, რომლის დანახვა მის უპირობო დამცველებს არ სურთ: ხელისუფლების ცდუნებას, მოქალაქის უკმაყოფილებას მხოლოდ წესრიგის პრობლემად შეხედოს და პოლიტიკური პასუხი ძალოვანი პასუხით ჩაანაცვლოს. ყველა შეტაკება თავისთავად დემოკრატიის არარსებობას ვერ დაამტკიცებს, მაგრამ ვერც „ევროპული“ სახელწოდება გახდება ხელისუფლების ქმედებების ავტომატური გამართლება.“ - წერს მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“
- ნიკოლოზ მეტრეველი„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ“
