ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს - ლევან მაჭავარიანი დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი15°C
  • გორი13°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:13
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 103 ნახვა

„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ირანთან ომმა მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა ამერიკელ საზოგადოებას, ხოლო დონალდ ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები და ვერ შეძლო უკრაინაში ომის დასრულება.

ექსპერტის შეფასებით, ომი ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახებსა და ქვეყნის მომავალს ანადგურებს, თუმცა ქართველი ოპონენტებისთვის ეს შედეგები პოლიტიკური მიზნების მიღწევასთან შედარებით მნიშვნელობას მოკლებულია.

„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.

მართალია, ომი ირანის წინააღმდეგ ამერიკის ტერიტორიას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ ის მძიმე ტვირთად დააწვა როგორც რიგით ამერიკელებს, ისე მთლიანად ამერიკის ეკონომიკას. ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები: ვერ დაასრულა ომი უკრაინაში, პირიქით, ირანთან დაიწყო კიდევ ერთი ომი, რომელსაც ამერიკელი საზოგადოებისთვის ხელშესახები შედეგი არ მოუტანია. ტრამპი ვერ აღმოჩნდა ის ლიდერი, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეძლებდა.

დემოკრატებმა ისეთი შტატებიც კი მოიგეს, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენად მიიჩნეოდა. რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გაიზარდა საზოგადოების უკმაყოფილება არსებული პოლიტიკით და რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხი.

ამერიკაში ჩატარებული არჩევნები დაფიქრებისთვის ნამდვილად კარგი მაგალითია. ამერიკელმა ამომრჩეველმა ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა: ხალხს ომის დაუსრულებელი გაგრძელება კი არა, მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა სურს.

სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება ქართველ აკაცუკებამდე ჯერ კიდევ ვერ მიდის. მათთვის ომი პოლიტიკური იარაღია, რომლის რეალური შედეგი, ადამიანების სიცოცხლე, დანგრეული ოჯახები და განადგურებული ქვეყანა თითქოს არაფერს ნიშნავს.“ - წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“
  2. დავით ჩიხელიძე„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?“
  3. დავით ჩიხელიძე„განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება“
  4. დავით ჩიხელიძე„ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ“