ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ზაალ ანჯაფარიძე„მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“ დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი14°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:42
ზაალ ანჯაფარიძე

განცხადება · 186 ნახვა

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე

„მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსა და საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია და იკვეთება მიდგომა, რომ ბრიუსელი არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს.

ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირმა გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.

ანალიტიკოსის შეფასებითვე, “ევრობიუროკრატია” საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომლებზეც საქართველოსგან მკაფიო უარი მიიღო, რაც უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხება.

„არადა ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. იხ. პირველივე კომენტარში.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე.

1/ მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ...

2/ ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად.

ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება...

სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები.“ - წერს ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ ანჯაფარიძე„სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა“
  2. ზაალ ანჯაფარიძე„ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა“
  3. ზაალ ანჯაფარიძე„საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან“
  4. ზაალ ანჯაფარიძე„პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“