განცხადება · 110 ნახვა
„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და შეურაცხმყოფელი დემარშის ფონზე,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირების განმტკიცება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ანაკლიის პორტის განვითარება საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების ნაწილია.
ექსპერტის განცხადებით, დღეს არსებული საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„პროლოგი გუშინ მანქანაში, რადიოში ვუსმენდი გიგიგიგიაძეს (ერთად იწერება), რომელიც თავის „ზაგრანიჩნი“ კურატორებთან უნისონში ამტკიცებდა: „ქვეყნის 80% მხარს უჭერს აქ შემოსული თანხების გაუმჭვირვალედ შემოდინებას და მოზარდების ღია დაშვებას ლგბტ-ფასეულობებთან, ამიტომ ევროინტეგრაციის შეჩერება არის ეროვნული ტრაგედია“. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და შეურაცხმყოფელი დემარშის ფონზე. ჩინეთისთვის საქართველო პარტნიორი სახელმწიფოა, „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. შავი ზღვის პორტები, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა, ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძად აქცევს. ამ რანგის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩინეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ დიპლომატიურ გააქტიურებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული კონტექსტიც.
კვირას, 8 ნოემბერს, აზერბაიჯანს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ეწვევა. მისი ვიზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე იმართება. თუმცა, ახლა ნამდვილად არ არის რეგიონული წყენისა და დაპირისპირების გაღრმავების დრო. ერდოღანის განცხადებით, ვერანაირი დაბრკოლება ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ძმურ ურთიერთობებს. ბაქოში ვიზიტი კი ამ პოლიტიკური გზავნილის პრაქტიკული დადასტურების შესაძლებლობაა. სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება დიდწილად სწორედ რეგიონული პარტნიორების ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, ერთ კვირაში რეგიონში ორი მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენა ვითარდება: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება, თურქეთის პრეზიდენტი კი აზერბაიჯანს ეწვევა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას გლობალური სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების გადანაწილების პროცესში. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან „შუა დერეფნის“ ფუნქციონირება და განვითარება სწორედ ჩვენს სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველომ ეს გეოგრაფიული უპირატესობა რეალურ ეკონომიკურ სარგებლად აქციოს. ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირების განმტკიცება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ანაკლიის პორტის განვითარება ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების ნაწილია. დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. ეპილოგი საქართველოს მოსახლეობის 80%-ის სახელით: რა გახდა, ბოლო-ბოლო, გიგიგიგიაძის (ერთად იწერება) და მისი „ზაგრანიჩნი“ კურატორების არითმეტიკის გადამოწმება - ვის რა ინტერესები ამოძრავებს ამ ღვთივკურთხეულ ჩვენს სამშობლოში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“
- დავით ქართველიშვილი„მზია "დამაღლობელის" რაღაც სააგენტო, სინამდვილეში უცხო ძალების პროპაგანდის ინსტრუმენტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც გოგოს რაღაც ფრაზის გამო ასამართლებენ - ეს არის ტყუილი, სოფო ბათილაშვილს ასამართლებენ ბევრი ქართველის დედის გინების გამო“
- დავით ქართველიშვილი„სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს“
- დავით ქართველიშვილი„პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ“
