განცხადება · 179 ნახვა
„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სინანულში მყოფების როლი, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალების შესაბამისად ითამაშეს. თუმცა, როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ახლა ყველასთვის ნათელია, რომ ისინი არაფერს ნანობენ, მეტიც, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უარესად უნდა მოქცეულიყვნენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ნუ ასეთი იყო კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალება და ითამაშეს სინანულში მყოფის როლი.
ახლა ხომ ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს, ნანობენ კი არა, გიჟი გამოდის და უარესი უნდა გვექნაო იძახის დუჟმორეული.
კიდევ ხაზს ვუსვავ, წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, ესენი რას მოიმოქმედებდნენ კიდევ?
ეჭვი კიდევ გეპარებათ ვინმეს? თუ ვინმეს გეპარებათ, მე ნუ მომისმენთ, მოუსმინეთ მაგ გიჟის დღევანდელ გამოსვლებს და ნახავთ,” - წერს გიორგი გამსახურდია.
გიორგი გამსახურდია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი გამსახურდია„ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში“
- გიორგი გამსახურდია„ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში“
- გიორგი გამსახურდია„როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს“
- გიორგი გამსახურდია„ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას.გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით.დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა“
