ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“ დღეს 3 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:39
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 148 ნახვა

„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას კონსტიტუცია და ყველა იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მას არღვევს, შესაბამისი ზომები გაატაროს.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებული ასეულობით ოჯახი 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები.

“პარტიების აკრძალვის შემდეგ, შემდეგი არჩევნები წარმომიდგენია ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში და ევროსაბჭოს წევრ სხვა ქვეყნებში, როდესაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ და შესაბამისად, მათი საქმიანობა შეწყდა, სხვა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა მრავალპარტიულ არჩევნებში და საზოგადოებასაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ პარტიისთვის დაეჭირა მხარი, რომელსაც თვლიდა მისი იდეების ყველაზე კარგ გამტარებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ის პარტია, რომელიც კონსტიტუციას არღვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატაროს სარჩელის მიმართვის გზით. ზუსტად ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებიც”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი“
  2. არჩილ გორდულაძე„მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული“
  3. არჩილ გორდულაძე„ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობისგამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს“
  4. არჩილ გორდულაძე„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ესფაქტები ყველასთვის ცნობილია“