ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“ დღეს 3 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:38
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 138 ნახვა

„არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი“

როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის აკრძალვის სისწორეში.

კითხვაზე - რა შეიცვლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გორდულაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი ოკუპირებული აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური პარტიების მიერ და შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სურს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და მათი საქმიანობა აიკრძალოს.

ოპოზიციური არა, არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული ანტიკონსტიტუციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა რეალურად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თავიანთი საკითხები დააყენონ და მათ შორის, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ მათთან პოლემიკაში შევიდეთ და ჩვენ არ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან და რეალურად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური კამათი.“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“
  2. არჩილ გორდულაძე„მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული“
  3. არჩილ გორდულაძე„ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობისგამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს“
  4. არჩილ გორდულაძე„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ესფაქტები ყველასთვის ცნობილია“