განცხადება · 119 ნახვა
„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს წარმატების იგნორირება მათი მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანია.
მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია.
ჩინეთის ვიცე - პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის.
ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს — ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ.
ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.
ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში.“ - წერს მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
- თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“
- თამთა მეგრელიშვილი„საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“
- თამთა მეგრელიშვილი„„ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე“
