ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ირაკლი კირცხალია„სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი5°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი3°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი4°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−12°C
  • ფოთი6°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ08:53
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 138 ნახვა

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ როდესაც ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას ოპოზიციური მედია ფართოდ განიხილავს, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის მიმართ იგივე ინტერესი არ გამოუჩენიათ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლეოდა, მათ შორის, ჩინეთის ინტერესებზე საქართველოს მიმართ, ქართული ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის უფლებაა, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების განზრახ იგნორირება უკვე საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა.

როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს.

გავიმეორებ, საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო. რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?

ხელისუფლებას რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს.

ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა. ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?’ - წერს მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“