განცხადება · 155 ნახვა
„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
„ღიმილის მომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი დემოკრატიის უკუსვლისკენ არის მიმართული.
ჭეიშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რამეთუ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში რა თქმა უნდა არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით როგორღაც თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან. აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ უბრალოდ ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ თუნდაც, სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
- თორნიკე ჭეიშვილი„წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“
- თორნიკე ჭეიშვილი„მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში. დღესაც კი, ვერ ან არ უნდათ, გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ეს პერიოდი ცნობილია, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“
- თორნიკე ჭეიშვილი„გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას“
