განცხადება · 142 ნახვა
„საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები“
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მედიას საზოგადოებისთვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს და ეს ვალდებულებები მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა მათი შეუსრულებლობის გამო საჭირო გახდა კანონმდებლობით განსაზღვრა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ფაქტები დაამახინჯოს და ფაქტზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ცენზურად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს.
„ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა, ვინაიდან პარტიული დანაყოფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ამ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მათი შესრულება უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა.
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გვესმის შეფასებები, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლა იყოს. თურმე საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები.
ფაქტი ერთია, ხოლო რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა - მეორე. ამას კი ისევ და ისევ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ. მათ, ფაქტობრივად, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია, სადაც მათ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰყავთ ჩამოყალიბებული და სადაც, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა ცვიოდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეს წარმოსახვითი სამყარო საზოგადოებას არსებულ რეალობად შესთავაზონ.“ - განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას“
- არჩილ გორდულაძე„თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი“
- არჩილ გორდულაძე„გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად. ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ“
- არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“
