ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი4°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური0°C
  • მესტია−11°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:08
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 156 ნახვა

„შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კომისიის დასკვნის დართვა არ უნდოდათ იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია, ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა,- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების 80% 2004-2012 წლებს მიემართება, სადაც დაფიქსირებულია წამების, სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტები, ხოლო ეს პარტიები ამ ყველაფერს დღემდე არ ემიჯნებიან.

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას პრობლემები აქვთ ფაქტებთან, ისინი უბრალოდ ამ ფაქტებს არ აღიარებენ, არ ცნობენ, ამავდროულად არ ემიჯნებიან იმ დანაშაულებრივ ქმედებებს რომელთა დაკავშირებითაც აწ უკვე სასამართლოში არის ასეულობით საქმე, შეგახსენებთ, რომ ორას ოცდაშვიდი საქმის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 80% მიემართება 2004-2012 წლებს, იმ საქმეებს სადაც დაფიქსირებულია ადამიანების წამების, სიცოცხლის ხელყოფის, რეკეტის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, პირადი ცხოვრების პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, და ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ ეს კონკრეტული პარტიები, ან მას მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან, მათთან ერთად კოალიციებს მართავენ და საუბრობენ მერე, რომ კოალიციები უბრალოდ არ გვქონიაო, აი მაგალითისათვის, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილვა, სადაც ესწრებოდა „გახარიას“ წარმომადგენელი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირის გამო გახდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სამი დღის განმავლობაში ამ პოზიციას იკავებდა და შემდეგ ურცხვად ამტკიცებდა, ისევ კომიტეტის სხდომაზე თითქოს აქ კოალიცია არ ქონია. როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს „ლელოსთან“, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გამოვიდნენ. საერთოდ ანა წითლიძეს რაც შეეხება, ქალბატონი არის სამეგრელოდან ასე პოზიციონირებს და ამბობს, იქედნურად საუბრობს, რომ სად არის ოცდაექვსი ათასი გაუპატიურებული ადამიანი, ტყუილად არ გამისვია ხაზი, რომ ამას სამეგრელოს წარმომადგენელი ამბობდა, იმ რეგიონის წარმომადგენელი, სადაც აღმოაჩინეს კასრები, სადაც ადამიანების ღირსება რომ უბრალოდ აღარ არსებობდა აი ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, კომისიის დასკვნის დართვა რატომ არ უნდოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ამ დასკვნაში მითითებულია, ის საზოგადოებაში ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი მათი აპოლოგეტი, მთავარი ფუძემდებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის იდეოლოგი ამბობს, რომ 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა და თურმე, არცერთი კანონი არ დაგვირღვევიაო და „ბადრის რა“ ამ შეძახილით რომ გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ჩეხდნენ და სისხლის ტალღას ატრიალებდნენ, ეს კანონის დარღვევა თუ არ არის, ასე წარმოუდგენია ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც დღემდე არ ემიჯნება თავის ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშსაც არ იხდის საზოგადოების წინაშე და კიდევ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, ამიტომაც არის რომ შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები“
  2. არჩილ გორდულაძე„თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი“
  3. არჩილ გორდულაძე„გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად. ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ“
  4. არჩილ გორდულაძე„2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია“