ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“ დღეს 25 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:26
ნიკოლზ მეტრეველი

ექსპერტი

განცხადება · 142 ნახვა

მეუფე იობს

„ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას“

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ იობის ქადაგების შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „ურწმუნო“ უწოდა.

მეტრეველი აცხადებს, რომ მსგავსი ტონით მთელ ქვეყანასთან საუბარი და ადამიანების რწმენის, სინდისისა და თანამოსაგრეების განსჯა მიუღებელია. მეტრეველის თქმით, ხელისუფლებისთვის „ურწმუნოს“ წოდებას, სახელმწიფო დაფინანსების კრიტიკას საფუძვლიანი საბუთები და ახსნა სჭირდება.

„მეუფე იობ, ისეთი ტონით ელაპარაკებით მთელ ქვეყანას, ეტყობა, თავი ოლიმპოს მთაზე გგონიათ. იქიდან, როგორც ჩანს, მშვენივრად არჩევთ, ვის რა სწამს, ვის რამდენი სინდისი აქვს და ვინ რა თანხის მიღების შემდეგ გაჩუმდება.

ხელისუფლებას ერთიანად „ურწმუნო“ უწოდეთ. თუ რომელიმე გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით, დაასახელეთ და გვითხარით, რა არის მასში მიუღებელი. ადამიანების რწმენაზე განაჩენის გამოტანას რა საფუძველი აქვს? მიტროპოლიტის ხარისხი სხვის გულში ჩახედვის უნარსაც ხომ არ გაძლევთ?

სახელმწიფო დაფინანსებას ეკლესიისა და ხელისუფლების „შერწყმის“ მცდელობად მიიჩნევთ. მაშინ გვითხარით, რომელ საეკლესიო გადაწყვეტილებაზე მოახდინა ხელისუფლებამ გავლენა დაფინანსების მეშვეობით?

შემდეგ საკუთარ თანამოსაგრეებსაც გადასწვდით. თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ სასულიერო პირს პირობები თუ გაუუმჯობესდა, სიმართლის თქმაც გაუჭირდება. თუ იცით, ვის მოსთხოვეს გაჩუმება და რის სანაცვლოდ, დაასახელეთ. დაფინანსების წესზე დავა შეიძლება. მთელი სამღვდელოების სინდისზე ასეთი ტონით ლაპარაკს კი საბუთი სჭირდება.

შესაწირის აპარატსაც გადასწვდით. ადამიანს კეთილი საქმისთვის ხუთი ლარის გაღება უნდა და ბარათს იყენებს. ამ ამბავშიც პრობლემა იპოვეთ. თქვენი მსჯელობით, მადლს, ეტყობა, მონეტის ჟღარუნიც სჭირდება.

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.