განცხადება · 109 ნახვა
„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის თქმით, რწმენისგან რომ თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„სამწუხაროა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ასეთი დაცემა და რწმენისგან დაცლა. ეკლესია პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის, სასულიერო პირს, რიგით ადამიანზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ქადაგება სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით, სიცრუის გამარჯვებას და გავრცელებას.
მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს.
იმის დასტურად, რომ რწმენისგან თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.
ზოგადად სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს.
მათეს სახარებაში წერია: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“
სწორედ ასე უნდა ფასდებოდეს სასულიერო პირიც, არა წოდებითა და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ საკუთარი რწმენით, საქმითა და პირადი მაგალითით. ამბიონი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ადგილია და არა პოლიტიკური ამბიციების რეალიზების საშუალება. არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჩანს, არჩევანი უკვე გაკეთებულია, წილი ნაყარია და უკან დასახევი გზა აღარ არის. პასუხისმგებლობა, ყველას საკუთარ არჩევანზე და სიტყვებზე ეკისრება.“ - წერს ჩიხელიძე.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“
- დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““
- დავით ჩიხელიძე„დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს“
- დავით ჩიხელიძე„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?“
