ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:39
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 125 ნახვა

„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, ამ პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

მისი თქმით, თუ პარტიები მკაფიოდ არ გაემიჯნებიან 2004 - 2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შექმნიან, ეს თავდაცვითი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი.

სხვა განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლადაღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ და კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებასა და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“ ,- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“
  2. არჩილ გორდულაძე„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა“
  3. არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“
  4. არჩილ გორდულაძე„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე“