ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“ დღეს 23 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი13°C
  • გორი13°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:54
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 132 ნახვა

„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციების პერიოდში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი აქციის მონაწილეებს ღიად უჭერდნენ მხარს.

გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 25 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათით ამაყობს, ხოლო 1 მაისს სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, მხარდაჭერას აფიქსირებდა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც 26 ივლისს განაცხადა, რომ თითოეული მათგანი მზად არის თავდებში დაუდგეს ახალგაზრდებს, რადგან მათი დასჯის ერთადერთი მიზეზი დაშინებაა.

„ 2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ.“ 2024 წლის 1 მაისი : „სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს.“

2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: „თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“
  2. არჩილ გორდულაძე„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“
  3. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
  4. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“