ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“ დღეს 23 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი13°C
  • გორი13°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:58
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 156 ნახვა

„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების : ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ.

გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს „მშვიდობიან მოძრაობად“ აფასებდა.

„2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.“.

გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა.

2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება.“- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“
  2. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
  3. არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“
  4. არჩილ გორდულაძე„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“