განცხადება · 126 ნახვა
„2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს "ფედერალისტების" მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა, ხოლო, გიგა ბოკერიამ აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
"2024 წლის 3 მაისს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა. კერძოდ, მან საჯაროდ განაცხადა: „დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს.“
2024 წლის 6 ივნისს, გიგა ბოკერიამ, ძალადობრივი აქციის და მოძალადე აქციის წევრების მხარდასაჭერად, აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. კერძოდ, მან განაცხადა: ,,ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება.“ - აღნიშნა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“
- არჩილ გორდულაძე„ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა“
- არჩილ გორდულაძე„2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“
- არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ“
