ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:10
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

განცხადება · 174 ნახვა

„მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს - ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხდება, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“

პრობლემა დიდი ხანია არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხაფა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას.

მისი შეფასებით, სუროგაციისას ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა რაც ექსპლუატაციას უტოლდება. დეკანოზმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვილების გაშვილებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესია მიესალმება სუროგაციის სრულ აკრძალვას.

“ისეთი სამწუხარო ფაქტები,როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტიურად ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი. დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად, სუროგაცია ამას არ შველის,” - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე„„ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას – შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“
  2. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე„ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში“