ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:09
შაკო კუჭაშვილი

განცხადება · 163 ნახვა

„ტვ პირველის“ სიუჟეტზე

„სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც“

მას შემდეგ, რაც ,,ტვ პირველის“ პროპაგანდა უცხოეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გია ხუხაშვილს ჩაბარდა, არხი ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას შეუდგა და სასულიერო იერარქებსაც მოჩვენებითი მხარდაჭერა გამოუცხადა. სასაცილოა ამის მოსმენა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც,- წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის თქმით, ტაბახმელაში არსებული 93 ნაკვეთიდან ფიზიკურ პირებს მხოლოდ ხუთი ეკუთვნით, ბინის ყიდვით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არავის ენიჭება, ქონების საფუძველზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად კი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს უნდა აღემატებოდეს.

მისივე თქმით, Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევით 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით გაყიდული ბინების 7% არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს, საქსტატის მონაცემებით კი 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებს შორის მიგრაციული სალდო დადებითი იყო და 3 274 ადამიანი შეადგინა.

“მას შემდეგ, რაც ,,ტვ პირველის“ პროპაგანდა უცხოეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გია ხუხაშვილს ჩაბარდა, არხი ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას შეუდგა და სასულიერო იერარქებსაც მოჩვენებითი მხარდაჭერა გამოუცხადა. სასაცილოა ამის მოსმენა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც. ეკლესიის იერარქების პირად ცხოვრებაზე კი საჯაროდ საუბრობდნენ, რათა რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ, როგორც თავად სასულიერო პირებისთვის, ისე მთლიანად ეკლესიისთვის.

ახლა მინდა, თქვენი ყურადღება მელაძის შაბათის გადაცემაში გასულ მავნე რეპორტაჟზე შევაჩერო. მას სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ კონსერვატიული ღირებულებების ერთგული, გულწრფელი ადამიანები, რომელთაგან ბევრს პატივს ვცემ. სწორედ ამიტომ არ დავიზარე და რეპორტაჟის ძირითადი მტკიცებები გადავამოწმე. მონაცემები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მერაბიშვილის ,,რეალ TV“-ის ყოფილი „ჟურნალისტი“ მაკა ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ ტაბახმელაში გაყიდული ვილები ეგვიპტის მოქალაქეებს ეკუთვნით, სიუჟეტის კადრებით ხატავს ფონს, რომ ყველა ვილა ეგვიპტელების საკუთებაშია. წუთზე ნაკლებ დროში კი თავადვე იძულების წესით ამბობს, რომ ტერიტორია 93 ნაკვეთადაა დაყოფილი და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ხუთი ნაკვეთი ეკუთვნით. ოთხ მესაკუთრეს ,,არაბული წარმომავლობის“ პირებად მოიხსენიებს, მეხუთეზე კი ამბობს, რუსეთის მოქალაქე „უნდა იყოსო“. არაბული წარმომავლობა ეგვიპტის მოქალაქეობას არ ადასტურებს. ხუთი ნაკვეთის შესახებ ამ ცნობებით რეალურად არაფერი დგინდება - არც არაბიზაცია, არც ეგვიპტიზაცია.

სიუჟეტით ჩნდება განცდა, რომ არაბები ჩამოვლენ დასახლდებიან და ქართულ პასპორტსაც მიიღებენ, რაც არასწორია - ბინის ყიდვით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არავის ენიჭება. ქონების საფუძველზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებადაც კი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს უნდა აღემატებოდეს ლარში. ეს წესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ ვრცელდება. ბინადრობის უფლებიდან მოქალაქეობამდე კი საკმაოდ გრძელი გზაა, რომელიც მობინადრესთვის ურთულესი გასავლელია. რაც შეეხება საქართველოში „არაბიზაციის“ სურათის დახატვის მცდელობას, ,,ჟურნალისტი“ ცდილობს დახატოს სურათი, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტ ქონებას არაბები ყიდულობენ, შედარებისთვის მოვიყვან Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს კვლევას, რომლის ფარგლებშიც 2026 წლის სექტემბერში ჩატარდა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა. გამოკითხვამ ბათუმში 40-ზე მეტი მშენებარე საცხოვრებელი პროექტი მოიცვა, რაც ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, უძრავი ქონების გაყიდვები მყიდველთა მოქალაქეობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: გაყიდული ბინების 7% არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს, 12% - ისრაელის, 17% - ევროპის ქვეყნების, ხოლო 28% - საქართველოს მოქალაქეებმა. რაც მთავარია, ჩიხლაძე რეპორტაჟის ბოლოს საგანგაშო სურათს ხატავს და ამბობს, რომ საქართველოში იმდენად ცოტა ადამიანი ბრუნდება, მათი დაბრუნება სტატისტიკაში ვერაფერს ცვლის. საქსტატის მონაცემებით კი, 2025 წელს საქართველოს 62 073 მოქალაქე იმიგრანტად აღირიცხა, ხოლო 58 799 - ემიგრანტად. შესაბამისად, იმ წელს საქართველოს მოქალაქეებს შორის მიგრაციული სალდო დადებითი იყო და 3 274 ადამიანი შეადგინა.”- წერს შაკო კუჭაშვილი.

შაკო კუჭაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“
  2. შაკო კუჭაშვილი„პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“
  3. შაკო კუჭაშვილი„DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი „სიფათის“ გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“
  4. შაკო კუჭაშვილი„ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ნაცებმა” და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა – ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა“