ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:28
მიხეილ ზაქრეიშვილი

ოპოზიციონერი

განცხადება · 115 ნახვა

ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე

„თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა - კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია“

თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას "ტვ პირველის" ეთერში.

მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია, რომ მმართველმა გუნდმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაიარა.

"გუშინ, ბატონმა [ირაკლი კირცხალიამ], რომელმაც განაცხადა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ავკრძალოთო, იქვე მოაყოლა, რომ გავლილია კონსულტაციები საპატრიარქოსთან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი საქციელია, ახლა ხელისუფლების კრიტიკა არის თუ არა ეკლესიის საქმე - ეგენი არიან, ყველა ეპისკოპოსი არის ადამიანი და ხელისუფლების კრიტიკა არ არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება ვინმეს დაუშალო, მით უმეტეს, პირიქით - ჩემი აზრით, რაც უფრო კრიტიკული იქნება ნებისმიერი სფერო, უკეთესია ზოგადად. ვერ დავიკვეხნი, რომ სუროგაციის მიმართულება ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება, შთამომავლობას ეხება და არ არის ეს ისეთი საკითხი, რომ ასე პირდაპირ ვიღაც პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კვალიფიკაცია, რანაირად შეიძლება იცოდეს სასულიერო პირმა სამედიცინო მიმართულება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.