ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი:„ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ამბავიუცხოური მედია118 ნახვა

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი, ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი, ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა

უკრაინელთა უმრავლესობა ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას ემხრობა, ნახევარზე მეტი კი მზადაა, ტერიტორიულ დათმობებზეც დაფიქრდეს, თუ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამას მოწმობს სოციოლოგიური ორგანიზაცია „რეიტინგ ჯგუფის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, - იუწყება UNN.

კერძოდ, რესპონდენტთა 83% მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ხოლო, 57% - საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და კომპრომისის ძიებას.

ამასთანავე, გამოკითხულთა 56% მზადაა, ტერიტორიული დათმობები განიხილოს, თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 13% საომარი მოქმედებების გაგრძელებას ემხრობა მანამ, ვიდრე 2022 წლის საზღვრებში არსებულ ტერიტორიებზე კონტროლი არ აღდგება.

კიდევ 21% მხარს უჭერს ბრძოლის გაგრძელებას 1991 წლის საზღვრების აღდგენამდე, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე.

გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, თუმცა, კომპრომისებზე წასვლის მზაობა კვლავაც უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული.