ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი:„ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:23
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 154 ნახვა

„ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან - რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს“

ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს დამყარებული და ისევ ისე სხვის დაკრულზე იმყოფებოდეს ჩვენი საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც 2012 წლის ჩათვლით 10-ჯერ საერთო-სახალხო არჩევნებში უარი აქვს ამ რეჟიმის მიმართ ნათქვამი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობას" სურს, საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩნოს საკუთარი თავი, თითქოს, ყველაფერი გააკეთეს სასამართლოში, თუმცა, საზოგადოებამ 18 დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ პარტიები თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ.

"სიმპტომატურია "ნაცმოძრაობის" ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს დანაშაულები გაბათილდა, ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევ თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მომაგრების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო." - განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე პარალელი გაავლო "ნაცისტურ სოციალისტურ პარტიასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და აღნიშნა, რომ განსხვავება მხოლოდ მათი მოქმედების მასშტაბებშია, ამის მაგალითად, გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავე სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-12 წლებში იყო.

"ნიურნბერგის პროცესის დროს და პროცესის შემდეგ, ნაცისტური სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ზუსტად ამავეს ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს და ისინი პარტიას არ მიემართებაო და ზუსტად იმავეს იმეორებენ "ნაცმოძრაობის" და მათი განაყოფების წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიმპტომატურობას, როგორი კავშირი აქვს "ნაცმოძრაობასა" და "ნაცისტურ პარტიას", ერთადერთი განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, თორემ მიმართება, რომ ადამიანი საერთოდ არ არსებობს, არც ადამიანის ღირსება არსებობს და მისი წამება ეს ჩვეულებრივი დაშვებული პროცესია, რასაც მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მაგალითად ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, შავაძის საქმესთან დაკავშირებით - "კარგი იქნებოდა, რომ გაგვესამართლებინაო"- მაშინ როდესაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ბრალიც კი არ არსებობს, რომ მას რაიმე დანაშაული ჩაედინოს, იგი ეს დახვრიტეს, აწამეს და დახვრიტეს პირდაპირ ქუჩაში და ამ საქმეს იგი ამართლებდა. როდესაც წარსულში ჩადენილ ასეთ უმძიმეს დანაშაულებს ცდილობ, რომ არ გაემიჯნო და პირიქით ამართლებ კიდეც, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომ მოვიდეს ეს ძალა ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გააგრძელებს, იმ სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-2012 წლებში დატრიალებული ჰქონდათ," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„რა გაბათილდა? აღარ არსებობს 2004-2012 წლები, როცა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ადამიანების მსჯავრდების, მათთვის განაჩენის გამოტანის, მათ შორის, წამების მიმართ? ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი რეჟიმი ვერასდროს დაბრუნდება“
  2. არჩილ გორდულაძე„"ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს - უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში“
  3. არჩილ გორდულაძე„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“
  4. არჩილ გორდულაძე„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“