ამბავიპოლიტიკა100 ნახვა
პაატა ბურჭულაძის თანაორგანიზატორების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულის აღიარების და მონანიების ფონზე, ევროპარლამენტი უსამართლო რეზოლუციების მიღებას აგრძელებს

ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ ცალ-ცალკე მომზადებულ რეზოლუციის პროექტებში, სხვა საკითხებთან ერთად, პაატა ბურჭულაძის საქმეც მოხვდა.
ერთ-ერთი პროექტის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერებას. თუმცა, ფაქტი, რომ 4 ოქტომბერს კონკრეტული კანონდარღვევა და დანაშაულია ჩადენილი, პაატა ბურჭულაძის თანაორგანიზატორებმა თავად აღიარეს.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
იმ ფონზე, როდესაც პროცესის უშუალო მონაწილეები თავადვე ადასტურებენ, აღიარებენ სამართალდარღვევის ფაქტს და ინანიებენ დანაშაულს, ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.