ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი გამსახურდია„ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?“ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი5°C
  • გორი5°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ამბავიპოლიტიკა185 ნახვა

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ : დიდი მადლობა საქართველოს, უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს, სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ : დიდი მადლობა საქართველოს, უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს, სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გასულ ღამეს კლუბისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა, განსაკუთრებით კი საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს, სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის.

განცხადებას, სადაც კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების ძალებს, მათი უსაფრთხოების დაცვისთვის, საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი. გულითად მადლობას ვუხდით ყველას.“- ნათქვამია ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებაში.