განცხადება · 138 ნახვა
„რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას“
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია არალოგიკურია.
შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დასაბუთების გარეშე ქართული ღვინის დასანქცირება და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის მეგობრობის შეთავაზება, მხოლოდ ოპოზიციას გამოადგება პიარისთვის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
"რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არალოგიკური პოზიციაა - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან - უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს . არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან“
- თენგიზ შარმანაშვილი„იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას - ბულინგი მათი სტილია“
- თენგიზ შარმანაშვილი„ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად“
- თენგიზ შარმანაშვილი„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“
