ყველა სიახლე
4673 მასალა
3 ივლისი
ჯო უილსონის განცხადებაზე
ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს – საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში რასა იუკნევიჩიენეს, თურქეთის შესახებ კი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებებს ეფუძნება
საქართველო და თურქეთი: ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესი რეფორმების გარეშე არ იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ხუბუა ოპოზიციას და ენჯეო სექტორს: ამერიკელებმა ყური აგიწიეს, კუთხეში დაგაყენეს და პრემიერ კობახიძის გამოსვლის მშვიდად მოსმენა მოგისაჯეს? პრორუსულად და არალეგიტიმურად შერაცხილი მთავრობა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე უცებ ანტირუსული და ლეგიტიმური გახდა? რატომ არ მოაწყვეთ ობსტრუქცია?
„ო, როგორ საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ გუშინ, აშშ -ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მიძურწული ბუდარა ბოკერია, ბუდარიხა ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა და სხვა ოლე-ოლა ნაცლიბერალები, ეს ლუზერი რადიკალები და ხელმოცარული რევოლუციონერები,- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. ხუბუას განცხადებით, თუ ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ხელისუფლებას „პრორუსულს“ და „არალეგიტიმურს“ უწოდებს, მაშინ შესაბამისი რეაქცია უნდა გამოეხატათ საელჩოს მიღებაზეც, მაგრამ ისინი ამერიკის პოზიციას ემორჩილებიან, შესაბამისად დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ.
ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება
კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე, – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე
2 ივლისი
ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში არსებული ყველა მობილური ტელეფონის მფლობელთან დაკავშირებული ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს
ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში არსებული ყველა მობილური ტელეფონის მფლობელთან დაკავშირებული ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეზე
ლუკა წიკლაური “რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი “დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის
ლუკა წიკლაური, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “რადიო თავისუფლების” სიუჟეტს, რომელშიც თავადაც ფიგურირებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროპაგანდისტული ვიდეოა, რომელიც შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
1 ივლისი
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაში“ საწევროს გადახდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სააკაშვილის რეფორმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის საწევროს გადახდის დაწესებაზე. დეპუტატის თმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. მაჭარაშვილის განცხადებითვე, „ნაცმოძრაობაში“ მიღებული გადაწყვეტილება საწევროს დაწესებასთან დაკავშირებით ნათელი დასტურია იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში. „პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და შემდეგაც, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში. ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაზო დათუნაშვილს
ვარდენ მაჭავარიანზე
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაგმო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად
„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინას“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე
Moody’s-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2 შეინარჩუნა და პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ანგარიშის თანახმად, სააგენტომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.




























