„დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. დებატებში პრემიერის მიწვევას გაექცა და ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა“
ვარდენ მაჭავარიანზე
„გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში“
„ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას“
ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს
„ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის – მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“
„ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას“
„2011 წელს, უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა“
„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“
„ყველა შეხვედრის მერე ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება კარგი და საინტერესო“
„დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა“
„ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას- მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაციაა, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული“
„შეხვედრებზე არ იქნება შერჩევით მოყვანილი ადამიანები, სწორედ ამიტომ არის თავისუფალი დასწრება. ჩვენი სურვილია, შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან ამ პროცესში ჩართულნი, შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდა სულ სხვანაირად ხედავს თავისი რეგიონის განვითარებას“
„ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება“
„მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში“
„ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის“