„განვლილი დღეების გამო დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა – ეს ე.წ. ბაბლი ქართული სინამდვილისათვის უცხო სხეულია“
„ერთადერთი პერსონა, ვინც შეიძლება ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, სააკაშვილია – კოლექტიური სანაცეთის ნარატივი ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლების შესახებ, მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება“
„სად იყო ეუთო და მისი ,,მოსკოვის მექანიზმი მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი კი ძაღლივით დამარხეს- რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაცჯალათურ რეჟიმს, მაგრამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმი” მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა – ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული“
„ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება“
„თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი“
„ტაივანის ფონდებიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივად პროვოკაციული განცხადება, თითქოს საქართველოში არსებობს ირანული სასწავლებელი, სადაც ტერორისტებს ზრდიან, პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში აგიზგიზებული ომის ხანძარი საქართველოს გადმოსწვდეს“
„9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ცდილობენ განმეორდნენ, მაგრამ ამაოდ, რადგან მოსახლეობის აბსლუტური უმრავლესობის უზენაესი ნებაა, რომ მკვლელი, მწამებელი რეჟიმი აღარასოდეს აღადგინოს“
„ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ – გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან – ეგრევე “დაზადნა”“
„თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართული აკაცუკური ტაშ-ფანდური და იმ ომის ზეიმი, რომელიც რეგიონს და, მათ შორის, საქართველოს, კარგს არაფერს უქადის, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ქართველ ლიბერალთა ნახევარი, უბრალოდ, კრეტინია, ნახევარი კი – შეგნებული და მზაკვარი მტერი“
„კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს – ეს არის მორიგი მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე“
„ვინც დღეს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს ნაცრეჟიმის მიერ ,,იმედის” დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან“
„,,იმედისა“ და ,,POS TV”-ის დასანქცირება იმ ორმაგი სტანდარტებისა და პოლიტიკური ფარისევლობის მორიგი სერიაა, რომელსაც კოლექტიური ფონ დერ ლაიენებისა და კაია კალასების მხირდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ“