პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა- ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

x

რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე და ბაჩო ახალაიას შესახებ საუბრობს. როგორც ხუბუა წერს, „როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!“

მისივე თქმით, ასეთები საუბრობენ დამხობაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

„რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ. ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს (2011 წელი, სერგო თეთრაძის საქმე) პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. სასტიკი წამებისგან სასომიხდილი ლონდარიძე ახალაიას პისტოლეტიან ხელში ეცა, უნდოდა ჩახმახისთვის გამოეკრა და ასე დაესვა წერტილი თავისი ტანჯვისათვის, მაგრამ ახალაიას ,,გლოკი” საბრძოლო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა მოყვანილი. როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო! წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე ამბობდა, მკვლელიაო და მსხვერპლს ამით აშინებდა. აი, ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.“- წერს ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.