„ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა. ქვეყანა დარჩება ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, შენგენსა და ნატოში. მას კვლავ ექნება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა, მაგრამ შეინარჩუნებს დამოუკიდებელ ვალუტას და საკუთარ კონტროლს ძირითად რესურსებზე“
„ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი – ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა“
ლაშა ბუღაძეზე
„ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება“
„საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?“
მერაბ მეტრეველს “იმედის” ქარდზე
„სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა. ამ ფოტოგრაფმა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პრიზი მიიღო- დიახ, სწორედ ევროპელების ფული იხარჯება ამ უაზრო ვითომ-მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება“
“პუბლიკას” ფოტოებზე
„სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის დემონსტრაციების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, ოღონდ, იმედის მაყურებელმა ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე თქვენ გგონიათ – იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ“
„„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც. ყველაფერში აღმოჩნდა მართალი და ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა“
„ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა“
„ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება“
„გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა- ვერ იარსებებს დებატი იქ, რომლის შესაძლო მონაწილესაც ურთიერთობის ლეგიტიმურ ფორმად მიაჩნია ქუჩა, დაპირისპირება, ჯანყი და გინება, იმედი მაქვს, პრემიერის ინიციატივა არც ითვალისწინებს მსგავსად ამიანებთან ურთიერთობას“
„პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში- ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს“
ბორის ჯონსონის განცხადებაზე