პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში- ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ნიკოლაშვილი წერს, ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.

“პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის (და ცხადია იგულისხმება საქართველოც) ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და რომ რუსულ აგრესიულ ომს ეს გამართლება ვერ ექნება, რომ თითქოს ეს მიზეზი გამოგონილია. სრულიად უტიფრად, ამ კამპანიას სათავეში ერთ-ერთ ლიდერად ბორის ჯონსონი უდგას, უკრაინის ხანგრძლივ ომში შემყვანი და გამარჯვების მოიმედე. ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, რომ 2022 წლამდე გაცემული აროგანტული პასუხი ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულების შესახებ იყო სრული ჩავარდნა და კატასტროფა, ამ პოლიტიკაში ფასის გადამხდელი ქვეყნები კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ. ნუთუ?!”- წერს ნიკოლაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.