„მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება“
„გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“
„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“
„ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“
„ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის, თუკი სტანდარტიზაცია მოხდება ხელშეკრულებების ჯაჭვში – არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს“
საცალო ქსელების წარმომადგენლებს
„არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე“
„დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი – ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები“
„როდესაც დიდი ქსელია და ვთქვათ, თვეში ბრუნვა აქვს 100 000 000 და მომწოდებელთან გადასახდელია 80 000 000, 1 დღით რომ გადაწია გადახდა უკვე 2,5 მილიონი გამოუთავისუფლდა, 10 დღით რომ გადაწია 25 000 000 გამოუთავისუფლდა, ამ თანხით ხდება შემდეგ გაფართოება, რამაც დაამძიმა სექტორი“
ქსელურ მარკეტებზე
„ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას“
„დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან – ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით“
სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს
„კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.“
„არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს, შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია“
„ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა- რგოლის ზედა მხარე განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა“
„კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს- საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.“
„ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური“
საპარლამენტო კომისიის მიზნებზე
„მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში – წარმოებაში ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, მწარმოებლებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, ასევე, გამოწვევაა საკრედიტო რესურსის სიძვირე“
„დეტალური და შინაარსობრივი საუბარი მნიშვნელოვანია პროცესისთვის, რადგან სწორი პრობლემების იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს სწორი ანალიზის გაკეთებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს სწორი მექანიზმების დანერგვისთვის“
„როგორც პირველადმა კვლევებმა აჩვენა, პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე საქართველოს მსგავს ქვეყნებში“