სპორტი

„ნახვამდის, მადლობა“ – საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატს საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გამოეთიშა. დრამატულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხით.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მძიმედ დაიწყო, ისრაელი ბევრად აგრესიული და ორგანიზებული იყო, თავიდანვე სტუმრებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, როდესაც დორ ტურგემანი გაექცა რამდენიმე მეტოქეს და გიორგი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

თამაში მთლიანად სტუმართა კარნახით მიდიოდა, თუმცა მეორე ტაიმის შუა ნაწილიდან საქართველო ოდნავ მოუმატა, გოლიც გაიტანა, რომელიც სამართლიანად გაუქმდა, რადგან პასამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. მერე იყო ანრი მექვაბიშვილის დარტყმა, რომელსაც მცველი გადაეღობა და მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით.

პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო ივა გელაშვილმა და შესვენებაზე საბა ხვადაგიანმა შეცვალა. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარი დაიწყო: ისრაელს დასაწყისში მაგარი მომენტი შეექმნა, როცა ირაკლი აზაროვი შეცდა და მეტოქე პირისპირ დარჩა მეკარესთან, თუმცა, გიორგიმ, ძელმა და მერე უკვე მცველებმა სასწაულებრივ გვიხსნეს გოლისგან. მერეც იყო ისრაელის რამდენიმე სახიფათო დარტყმა – მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო. საქართველოს ნაკრებიც უტევდა, მაგრამ ბოლო ფაზაში ძალიან უჭირდა და კარში დარტყმის გარეშე ძალიან დიდი ხანი იყო.

საქართველოს ნაკრებს ყველაზე რეალური და კარგი მომენტი 85-ე წუთზე შეექმნა, როდესაც გიორგი მოისწრაფიშვილმა მარჯვენა ფლანგზე ძალიან ტექნიკურად ითამაშა და გიორგი გაგუას კარგი პასიც გაუკეთა, მაგრამ ფორვარდმა ერთი შეხებით ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. მერე დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. ამიტომაც იყო, რომ 120 წუთში სვანაძის გუნდმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, იქ კი, მეტოქემ მოიგო – 4:3. გიორგი გაგუამ და საბა ხვადაგიანმა ვერ გაიტანეს, მამარდაშვილმა კი ვერცერთი დარტყმა მოიგერია და საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

ნებისმიერ შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდი ქებას იმსახურებს, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს დაუმარცხებლად დაემშვიდობა, პირველივე ცდაზე ურთულესი ჯგუფიდან გასვლაც დიდი შედეგი იყო.

ისევ დამყარდა ევ როპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში მატჩზე დასწრების რეკორდი. ამჯერად „დინამო არენაზე“ 44 338 გულშემატკივარი იყო, რითაც წინა შეხვედრაში ნიდერლანდებთან დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,320 ნახვა