სპორტი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და და ხელის ჩამორთმევის რიტუალი გააუქმა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მოუხსნა უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ხარლანს და შექმნილი სიტუაციის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე, ორთაბრძოლის შემდეგ აუცილებელი ხელის ჩამორთმევის რიტუალი გააუქმა. 

ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, სპორტსმენებს შეეძლებათ ერთმანეთს ნებისმიერი მათთვის მისაღები ფორმით მიესალმონ.

ოლგა ხარლანი შეძლებს გააგრძელოს გამოსვლა ერთობლივ ტურნირზე და მსოფლიო ჩემპიონატზე,- წერს  La Repubblica. გამოცემა იუწყება, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მხედველობაში მიიღო მისი კეთილი ნება და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის აპელაციის ნებას დაემორჩილა. 

შეგახსენებთ, ხარლანმა მილანში, ნეიტრალური დროშის ქვეშ გამომსვლელ რუს ანა სმირნოვას, მოგების შემდეგ ხელი არ ჩამოართვა. როდესაც სმირნოვა მიუახლოვდა ხარლანს, უკრაინელმა შპაგა გაიშვირა და რუსი სპორტსმენი ახლოს არ მიუშვა. ეს უკანასკნელი კი, ადგილზე დარჩა და ნახევარი საათის განმავლობაში, უშედეგოდ  ელოდა ხარლანის დაბრუნებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,289 ნახვა