სოციალური ქსელები და მედია

ფინანსური კრიზისი „მთავარ არხში“ – POSTV-ის ინფორმაციით, თანამშრომლებს სრულად ჯერ აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ

ტელეკომპანია „პოსტივის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 19 ივლისს “მთავარ არხში” გამართულ თათბირზე, გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ 20 ივლისს დაიფარება აპრილის დავალიანების 25%, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოს – ივლისის ხელფასის სრული ოდენობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის სახელფასო დავალიანებებს ტელეკომპანია ეტაპობრივად გაისტუმრებს.

ტელეკომპანია “მთავარი არხის ” მენეჯმენტი დაპირებას იძლევა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში, მენეჯმენტის პირადი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად უწევთ მუშაობა, ამ კვირის ბოლოს ჩაურიცხავენ დაგვიანებული ხელფასების 25%-ს, ხოლო თვის ბოლოს 50% ან 100%-ს, თუმცა, როგორც “POSTV-ის“ განუცხადეს, რეპორტიორებს ხელფასების სრულად აღებასთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტის მიერ გაცემული პირობის არ სჯერათ.

May be an image of newsroom and text
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,181 ნახვა