სოციალური ქსელები და მედია

ლევან ნიკოლეიშვილი-როგორ უნდა დაეშვას და გაუბედურდეს მედია და ჟურნალისტები ამის მაგალითია ნოდარ მელაძე თავისი რეალობიდან ამოვარდნილი გუნდით

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. მისი თქმით, ივანიშვილი საკუთარ მეუღლეს და შვილებს რას მისცემს ვის რა საქმეა, თუმცა, ყვითელი პრესაც და მედიაც, რეალურადაც ასეთი “სკანდალებით” იკვებებიან.

“როგორ უნდა დაეშვას და გაუბედურდეს მედია და ჟურნალისტები ამის მაგალითია ნოდარ მელაძე თავისი რეალობიდან ამოვარდნილი გუნდით. რატომ გავარდნენ ჭორვილაში და რაზე გააკეთეს სიუჟეტი, რომ ვნახე უკვე აღარც შემეცოდნენ, უბრალოდ მიხვდი, ამათ არაფერი არ ეშველებათ. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა და ბერა ივანიშვილი ქონების გარეშე დატოვაოო. ჯერ ერთი ივანიშვილი საკუთარ მეუღლეს და შვილებს რას მისცემს ვის რა საქმეა და მეორეც ამაზე მნიშნელოვანი საქმე არ გაქვთ? თუმცა რას იზამ ეს არის ყვითელი პრესაც და მედიაც, რეალურადაც ასეთი “სკანდალებით” იკვებებიან. ჩვენი მეგობარი უცხოელები რას იტვყვიან, “მაგარი ინფორმაცია” მიიღეს “კრიტიკული მედიიდან” თუ ისევ ვერ გაამართლეს?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,312 ნახვა