პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ, მათ თავისი პრობლემა აწუხებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ექსტრემიზმის მთელი არსი ეს არის, რომ მუდმივად უნდა გამოდიოდე ექსტრემისტული განცხადებებით. სუს-ის წარმომადგენელი შეიძლება, ჩართული იყოს ნებისმიერ პროცესში, თუ საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. არ ვიცი, ინსტიტუციურად რა, როგორ ევალება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ მილიონი სპეკულაციაა და ძირითადად სპეკულაციებს ავრცელებენ ექსტრემისტული პარტიები, როგორიც არის „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „დროა“. ასეთი ექსტრემისტული პარტია არაერთია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ შეხვედრა „როგორ ყალბდება არჩევნები“ გამართეს და საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ინიციატივა გააცნეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,679 ნახვა